პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა. მამაკაც მოციგავეთა ტურნირის გამარჯებული ავსტრიელი სპორტსმენი დავიდ გლაირშერი გახდა, ვეცრხლისა და ბრინჯაოს მედლები კი შესაბამისად ამერიკისა და გერმანიის წარმომადგენლებმა, კრის მადზერმა და იოჰანეს ლუდვიგმა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი გიორგი სოღოიანი საუკეთესო ოცეულში ვერ მოხვდა, რის გამოც მას ფინალურ დაშვებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე