ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე, ტოკიოში, შესაძლოა, საგანგებო რეჟიმი შემოიღონ #1TVSPORT
ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე, ტოკიოში, შესაძლოა, საგანგებო რეჟიმი შემოიღონ #1TVSPORT

იაპონიის მთავრობა განიხილავს ტოკიოში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესაძლებლობას. ამის მიზეზია კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა. ამის შესახებ იაპონური პრესა წერს.

შვიდი ივლისის მდგომარეობით, იაპონიის დედაქალაქში ბოლო 24 საათის განმავლობაში დარეგისტრირებულია დაინფიცირების 920 შემთხვევა – ეს ივნისის ბოლოს დაფიქსირებულ რიცხვზე ორჯერ მეტია.

როგორც აღნიშნავენ, ტოკიოს გარდა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, შესაძლოა, სამ მეზობელ პრეფექტურაშიც შემოიღონ. ელოდებიან, რომ შეზღუდვები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.