პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე პირველი სტარტები შედგა.
დაიწყო ტურნირი ქერლინგში. სპორტის ამ სახეობაში პირველად მონაწილეობენ შერეული წყვილები: გუნდები თითო ქალითა და მამაკაცით არის დაკომპლექტებული. ოლიმპიური ჩემპიონობისთვის რვა გუნდი იბრძვის. ისინი წრიული სისტემით ითამაშებენ და ოთხი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა.
ხუთშაბათს, ორი ტური გაიმართა:
I ტური
აშშ-რუსეთი 9:3
კანადა-ნორვეგია 6:9
კორეა-ფინეთი 9:4
ჩინეთი-შვეიცარია 5:7
II ტური
ფინეთი-შვეიცარია 6:7
კორეა-ჩინეთი 7:8
რუსეთი-ნორვეგია 4:3
აშშ-კანადა 4:6
სატურნირო მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ:
1. შვეიცარია – 2 მოგება/0 წაგება
2. კორეა – 1/1
3. აშშ – 1/1
4. ნორვეგია – 1/1
5. ჩინეთი – 1/1
6. კანადა – 1/1
7. რუსეთი – 1/1
8. ფინეთი – 0/2
ავტორი -
გია თვალაბეიშვილი