ოლეგ პროტასოვი პრო ლიცენზიის მე-11 მოდულს უძღვებოდა
ოლეგ პროტასოვი პრო ლიცენზიის მე-11 მოდულს უძღვებოდა

ორი დღით თბილისსს ცნობილი უკრაინელი ვეტერანი ფეხბურთელი, ამჟამად კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ოლეგ პროტასოვი ესტუმრა.

საქმე ისაა, რომ დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მეთერთმეტე მოდულის სამდღიანი სემინარი გაიმართა. მოდულის ერთ-ერთი მთავარი თემა ლიდერობა გახლდათ და ასევე მოიცავდა ფეხბურთის ფსიქოლოგიისა და მედიცინის საკითხებს. პროპტასოვი ამ სემინარს უეფას ექსპერტთან, გენადი სკურტულისთან ერთად უძღვებოდა.

სფფ-ს პრეს-სამსახურის ცნობით, სასწავლო პროგრამა სულ 12 მოდულისგან შედგება. საქართველოში Pro ლიცენზიის სენინარი 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.