ოლაფ შოლცი - რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინისთვის იარაღის შესაძენად უნდა იქნეს გამოყენებული
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინისთვის იარაღის შესაძენად უნდა იქნეს გამოყენებული.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თანხების გამოყენებას მკაფიო მიმართულება მივცეთ, მაგალითად, საბრძოლო მასალა შევიძინოთ“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე.
შოლცი იმედოვნებს, რომ ლიდერები საკითხზე ერთხმად შეჯერდებიან.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალს ვუგზავნით პუტინს. მან არასწორი გათვლა გააკეთა, თუ მიიჩნევს, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – დასძინა შოლცმა.