ოლაფ შოლცი მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, უკრაინას მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინონ
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, უკრაინას მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
„გერმანიისგან განსხვავებით, საომარი მხარდაჭერა უკრაინისადმი სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან ხშირად შეზღუდულია“, – აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანიამ უკვე გამოყო შვიდი მილიარდი ევრო უკრაინისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რაც, მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოების შემოწირულობების ნახევარზე მეტია.
„გერმანიას სურს უფრო მეტის კეთება, მაგრამ საშუალო სახელმწიფოა. იმისთვის, რომ გაკეთდეს უფრო მეტი, საჭიროა სხვების ჩართულობაც“, – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ სურს ევროპის სხვა ქვეყნებთან საუბარი იმაზე, თუ როგორ შეუძლია ყველას, გაზარდოს და გააფართოოს თავისი წვლილი.