ოლაფ შოლცი - „დიდი ოცეული“ არ იყო საკმარისად მკაფიო რუსეთთან და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით
ოლაფ შოლცი - „დიდი ოცეული“ არ იყო საკმარისად მკაფიო რუსეთთან და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით

„დიდი ოცეული“ არ იყო საკმარისად მკაფიო რუსეთთან და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრაზილიაში სამიტის დასრულებისას განაცხადა.

შოლცის თქმით, სამწუხაროდ, სამიტის კომუნიკეში არ გამოკვეთილა რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„ეს ძალიან ცოტაა, როდესაც „დიდი შვიდეული“ ვერ პოულობს სიტყვებს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია“, – განაცხადა მან.

შოლცმა ასევე გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ კომუნიკეში მკაფიოდ არ იყო დაფიქსირებული ისრაელის თვითდაცვის უფლება და „ჰამასის“ პასუხისმგებლობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის ესკალაციაზე.

„ამავდროულად, სულ უფრო ნათელი ხდება, რა გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური დაძაბულობა „დიდ ოცეულზე“. საერთაშორისო ურთიერთობებში ქარი სულ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა შოლცმა.