„ინდიანა პეისერსის“ მცველი ვიქტორ ოლადიპო და „ოკლაჰომას“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ოლადიპო, საშუალოდ, მატჩში 22.5 ქულას, 7.3 მოხსნასა და 4.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მისმა გუნდმა ოთხ მატჩში სამ გამარჯვებას მიაღწია.
„ოკლაჰომამ“ გასულ კვირას ოთხ მატჩში ოთხივე მოიგო. ამ მოგებებში რასელ უესტბრუკის წვლილი იყო – 25.3 ქულა, 8.8 შედეგიანი პასი და 8.3 მოხსნა.
„ინდიანა“ მესამე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში, „ოკლაჰომას“ მერვე ადგილი უჭირავს დასავლეთში.