ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ცნობით, დაკავებული 1962 წელს დაბადებული გია უშანგის ძე ფარულავაა და ის ტყვარჩელის (ყოფილი გალის) რაიონის სოფელ წარჩეს მცხოვრებია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, მამაკაცს იარაღი უპოვეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარჩის სკოლაში სამხედრო მომზადების მასწავლებელია.