„ოკლაჰომაში“ ნიკ კოლისონის მაისურს უკვდავყოფენ, ცერემონიას კევინ დურანტიც დაესწრება
კევინ დურანტს თავის ყოფილ გუნდთან, როგორც ცნობილია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. „დურანტულა“ „ოკლაჰომადან“ „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა და „ვორიორზთან“ ერთად NBA-ს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიგო.
ცნობილი ფაქტია, რომ კევინ დურანტი „სანდერის“ ყოფილ ცენტრ ნიკ კოლისონთან ერთად „სიეტლ სუპერსონიკსშიც“ თამაშობდა და მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. კევინმა გადაწყვიტა, რომ კოლისონის მაისურას უკვდავყოფის ცერემონიას დაესწროს. ნიკ კოლისონი და კევინ დურანტი „ოკლაჰომაში“ თანაგუნდელები რვა სეზონის მანძილზე იყვნენ.