ოკლაჰომამ პორტლენდში მოიგო და კვლავ ლიდერთა შორის იმყოფება [ვიდეო]
ოკლაჰომამ პორტლენდში მოიგო და კვლავ ლიდერთა შორის იმყოფება [ვიდეო]

წარმატებულ სერიას აგრძელებს ოკლაჰომა „სითი თანდერი“. ბილი დონოვანის გუნდმა, პორტლენდტრეილ ბლეიზერსს“ 2014 წლის შემდეგ სტუმრად პირველად მოუგო. აღნიშნული გამარჯვება, დიდ წილად პოლ ჯორჯისა და რასელ ვესტბრუკის წყვილის შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა. ჯორჯის მონაგარმა, 37 ქულა შეადგინა, ხოლო ვესტბრუკმა საკუთარ გუნდს, 31 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი შესძინა. სტუმრებმა 111-109 გაიმარჯვეს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე არიან.

ბოლო 15 შეხვედრაში, მე-13 დაპირისპირება მოიგო ინდიანა „პეისერსმა“. ინდიანელებმა ჩიკაგო „ბულზი“ სტუმრად, ოვერტაიმში, ანგარიშით 119-116 დაამარცხეს. „პეისერსის“ ლიდერმა, ვიქტორ ოლადიპომ, მეტოქეს 36 ქულა ჩაუგდო. ჩიკაგოელთა შორის საუკეთესო, ზაკ ლავინი გახლდათ, 31 ქულით. ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და ლიდერ მილუოკი „ბაქსს“ მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ინდიანაპოლისელები კიდევ ერთ ლიდერს, ტორონტო „რეპტორსს“, სტუმრად შეხვდებიან.

ლებრონ ჯეიმსის გარეშე აშკარად უჭირს ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“. კალიფორნიულმა კლუბმა, დღეს საკუთარ „სტეიპლზ ცენტრში“ ნიუ იორკ „ნიქსთან“ 112-119 წააგო. აღსანიშნავია, რომ ლებრონის გარდა, მასპინძლებს, კაილ კუზმა და რაჟონ რონდოც ვერ დაეხმარნენ. მეტოქის სერიოზული საკადრო პრობლემებით, სტუმრებმა კარგად ისარგებლეს და სეზონში მეათე გამარჯვება მოიპოვეს. „ნიქსი“ აღმოსავლეთში კვლავ აუტსაიდერთა შორისაა. რაც შეეხება „ლეიკერსს“, ეს გუნდი ჯერჯერობით დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფის ზონაში ინარჩუნებს ადგილს