„ოკლაჰომამ“ „ლეიკერსთან“ 26-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და სეზონის პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

  • თანდერსმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ოკლაჰომელებმა „ლეიკერსთან“ პირველი პერიოდი 19:41 წააგეს, საბოლოოდ კი 123:115 იმარჯვეს.

  • „ბრუკლინ ნეთსის“ უკანახაზელმა ჯო ჰარისმა რეკორდი დაამყარა – გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი ჩააგდო. „მაიამისთან“ მატჩში მისი რეალიზებული სამქულიანები 813-მდე ავიდა.

  • ამ სეზონში „მილუოკიმ“ პირველი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის გარეშე. ქართველი G ლიგის „ვისკონსინ ჰერდში“ გაუშვეს.

  • კლიპერსმა“ „კლივლენდთან“ საშინაო მატჩში მხოლოდ 79 ქულა ჩააგდო, რაც NBA-ში ძალიან დაბალ მაჩვენებლად ითვლება. თუმცა ეს ამ სეზონის ანტირეკორდი მაინც არ არის – ყველაზე ცოტა, 59 ქულა „შარლოტ ჰორნეტსს“ ჰქონდა „დალასთან“ მატჩში.

  • დღის სნაიპერი „მილუკოის“ ბერძენი ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო გახდა, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო. თუმცა ეს მაჩვენებელი „მინესოტასთან“ გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ორლანდო-ნიუ ორლეანი 111:120

ბოსტონი-ვაშინგტონი 107:116

ბრუკლინი-მაიამი 93:106

ნიუ ორლეანი-ატლანტა 99:102

ტორონტო-ინდიანა 118:100

მილუოკი-მინესოტა 108:113

ოკლაჰომა-ლეიკერსი 123″115

ფინიქსი-საკრამენტო 107:110

პორტლენდი-მემფისი 116:96

კლიპერსი-კლივლენდი 79:92