საინტერესოდ მიმდინარეობს სერია “ოკლაჰომა სიტისა” და “იუტა ჯაზს” შორის. მეხუთე მატჩამდე ანგარიში 3-1 იყო “იუტას” სასარგებლოდ და წაგების შემთხვევაში ოკლაჰომელები პლეი-ოფს ემშვიდობებოდნენ.
“ჯაზი” გამარჯვებასთან ახლოს იყო: პირველი ტაიმი იუტელებმა 15 ქულიანი უპირატესობით მოიგეს, თუმცა რას ვესტბრუკისა და პოლ ჯორჯის ბრწყინვალე თამაშის წყალობით “სანდერმა” სიტუაცია გამოასწორა და უმძიმეს ბრძოლაში შეძლო საჭირო გამარჯვების მოპოვება. ვესტბრუკის ანგარიშზე 45 ქულა, 15 მოხსნა და 7 პასია.
პოლ ჯორჯმა კი საკუთარ გუნდს 34 ქულა შესძინა. სტუმართა შორის 27 ქულით საუკეთესო ჯეი კრაუდერი გახლდათ. 23 ქულით დაასრულა მატჩი დონოვან მიჩელმა. ჯო ინგლესის ანგარიშზე 16 ქულაა. მომდევნო, რიგით მეექვსე შეხვედრა ამ ორ უნდს შორის 27 აპრილს თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.