ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა. „ბოსტონმა“ საკუთარ „ტი დი გარდენში“ „ოკლაჰომას“ უმასპინძლა და მეტოქესთან დრამატულ ბრძოლაში 104-105 დამარცხდა.
„სანდერის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 28 ქულით 6 მოხსნითა და 7 პასით კრის პოლი გამოდგა. 27 ქულა შემატა საკუთარ გუნდს დენის შროდერმა.
ბრედ სტივენსის გუნდში ყველაზე მეტი 24 ქულა გორდონ ჰეივარდის ანგარიშზეა. 19-19 ქულა დააგროვეს ჯეისონ ტეიტუმმა და მარკუს სმარტმა. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა.
ბრუკლინი – ჩიკაგო 110-107
მინესოტა – ნიუ ორლეანი 107 -120
კლიპერსი – ლეიკერსი 103-112
ფინიქსი – მილუოკი 140-131
ვაშინგტონი – მაიამი 89-100
დალასი – ინდიანა 109-112
ჰიუსტონი – ორლანდო 106-126
კლივლენდი – სან ანტონიო 132-129
ნიუ იორკი – დეტროიტი 96-84
საკრამენტო – ტორონტო 113-118