ოკლაჰომა-სიტიმ თავისუფალი აგენტების ბაზრიდან ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და კვალიფიციური მოთამაშე აიყვანა. ეს არის მძიმე ფორვარდი მარკიფ მორისი.
ეს კალათბურთელი თავისუფალი აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც ჯერ ვაშინგტონიდან ნიუ ორლეანში გაცვალეს, შემდეგ კი მისი ხელშეკრულება გაუქმდა. ფორვარდის აყვანის სურვილი ასევე ჰქონდათ ლეიკერსს, ჰიუსტონსა და ტორონტოს.
ამ სეზონში 29 წლის მორისი საშუალოდ 11.5 ქულასა და 5.1 მოხსნას აგროვებს. კისრის ტრავმის გამო, კალათბურთელი 26 დეკემბრის შემდეგ არ ყოფილა მოედანზე, მაგრამ უკვე მიიღო ექიმებისგან მოედანზე დაბრუნების უფლება.