"ოკლაჰომა" პლეი-ოფშია: ვესტბრუკის მორიგი სამმაგი დუბლი
"ოკლაჰომა" პლეი-ოფშია: ვესტბრუკის მორიგი სამმაგი დუბლი

“ოკლაჰომა სიტიმ” პლეი ოფის საგზური ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 ტურით გაინაღდა. ბილი დონოვანის გუნდმა სტუმრად “ემირიკენ ეარლაინ არენაზე” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 115-93 სძლია.

ოკლაჰომელთა რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა რას ვესტბრუკმა (23 ქულა, 11 მოხსნა, 13 პასი). 27 ქულით დაასრულა შეხვედრა პოლ ჯორჯმა. კარმელო ენტონიმ 11 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. მასპინძელთა შორის კი ყველაზე მეტი 18 ქულა ჯოშ რიჩარდსონის ანგარიშზეა.

ჰასან ვაიტსაიდმა 16 ქულა დააგროვა. მოპოვებული გამარჯვებით “ოკლაჰომამ” პლეი ოფის საგზური გაინაღდა. დასავლეთ კონფედერცნიაში მერვე ადგილისთვის ორი გუნდი იბრძვის. 12 აპრილს მინესოტა დენვერს საკუთარ არენაზე უმასპინძლებს. მატჩის გამარჯვებული კი პლეი ოფში ითამაშებს.

დეტროიტი – ტორონტო 98-108
ბრუკლინი – ჩიკაგო 114-105
ნიუ იორკი – კლივლენდი 109-123
მილუოკი – ორლანდო 102-86
მინესოტა – მემფისი 113-94
სან ანტონიო – საკრამენტო 98-85
დენვერი – პორტლენდი 88-82
კლიპერსი – ნიუ ორლეანი 100-113