Okdiario - ჩავის კვარაცხელიას დამატება სურს, „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ რომ გაიბრწყინოს #1TVSPORT
ჩავი კვარაცხელიას დამატებას ითხოვს, რადგან „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ანსუ ფატის მიმართ რწმენას დაკარგა, – ამას ესპანური გამოცემა Okdiario ამტკიცებს.
ჩავი კვარაცხელიას დამატებას ითხოვს – მან ანსუ ფატისადმი რწმენა დაკარგა
„ჩავი ერნანდესი უკვე მომავალი სეზონის შემადგენლობაზე ფიქტობს – მისი პრიორიტეტი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციის, „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაა, რომელმაც თავისი საინტერესო სეზონით ევროპის ყველა გრანდის ყურადღება მიიპყრო. გარემარბი ამჟამად ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესსს იწვევს, რადგან „ნაპოლის“ სერია A-ს ლიდერობა მისმა თამაშმაც განაპირობა.
გარდა იმ კონკურენციისა, რომელსაც „ბარსას“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებისას წააწყდება, კვარაცხელიას შემთხვევაში დიდი პრობლემა ისიც არის, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს თავისი გუნდის ერთ-ერთი მარგალიტის გაშვება არ სურს. ისევე როგორც ვიკტორ ოსიმენის – კიდევ ერთი ფეხბურთელის, რომლის აყვანაც ნახევარ ევროპას სურს.
ნეაპოლური კლუბის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი აგრძელებს საჯაროდ და პირადად დაჟინებით მტკიცებას, რომ მისი ორი დიდი ვარსკვლავი, კვარაცხელია და ოსიმენი დიდ ფულზეც არ გაიყიდება. თუნცა, ჩავი ერნანდესს დანებება არ სურს. „ბარსელონას“ მწვრთნელს მიაჩნია, რომ კვარაცხელია შეიძლება გახდეს ის ვარსკვლავი, რომელიც „ბარსელონას“ ხარისხობრივი ნახტომის საშუალებას მისცემს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ხელახლა საბრძოლველადაა საჭირო. ესპანეთის ლიგა კატალონიელებმა თითქმის მოიგეს. „ბარსას“ მწვრთნელი მიიჩნევს, რომ არაუხო-პედრი-დემბელე-ლევანდოვსკის ბირთვი ევროპაში კონკურენციისთვის საკმარისი არ არის. მენეჯერი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიასნაირი არაპროგნოზირებად მოთამაშეებია საჭირო „ბარსას“ სტიმულირებისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ რომ იბრწყინოს.
„ბარსელონას“, რა თქმა უნდა, მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება, რათა შეეცადოს კვარაცხელიას და ნებისმიერი იმ ფეხბურთელის დამტება, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს გუნდი, რომელიც კიდევ ერთხელ ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხებია დახარჯული. ზაფხულში ტრანსფერებზე გუნდმა თითქმის 160 მილიონი გადაიხადა. ბუსკეტსის, ჟორდი ალბას ან თუნდაც დე იონგის წასვლა, შესაძლოა, „ბარსელონას“ სახელფასო ლიმიტის მოხსნაში დაეხმაროს და მანევრირების რესურსი მისცეს“, – წერს გამოცემა okdiario.