ოგბაიძის წარმატებული დებიუტი - ქართველმა მაგდებურგს მოაგებინა
ოგბაიძის წარმატებული დებიუტი - ქართველმა მაგდებურგს მოაგებინა

შაკო ოგბაიძემ „მაგდებურგის“ 19-წლამდელების გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და პირველივე მატჩში თავის გამოჩენა მოახერხა.

17 წლის ქართველი თავდამსხმელი „ჰალდენსლებერთან“ ამხანაგურ მატჩში მოედანზე მეორე ტაიმში შევცლაზე შევიდა. მას შანსი 47-ე წუთზე მიეცა და ახლო მანძილიდან მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

შაკო ოგბაიძე იყო საქართველოს 17-წლამელთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი 18-წლამდელი „ჯვაროსნების“ თავადმსხმელია – 17 წლის ფეხბურთელი ბავშვობიდან გერმანიაში იზრდება. თავიდან ბერლინის „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდში წარმატებით თამაშობდა, 2015-2017 წლებში ბერლინის ნაკრების წევრი და ბომბარდირი იყო. „მაგდებურგში“ კი 2017 წელს გადავიდა.