ოგბაიძის სადებიუტო გოლი და აღიარება ერთ-ერთ ლიდერთან - „დენ ბოსხმა“ გასვლაზე „გრონინგემი“ დაამარცხა #1TVSPORT
შალვა ოგბაიძემ „დენ ბოსხში“ სადებიუტო გოლი გაიტანა და „დენ ბოსხს“ ნიდერლანდების პირველი დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ „გრონინგენთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:0.
ქართველი ფეხბურთელი „დენ ბოსხის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 82 წუთი ითამაშა, 43-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
სტუმრებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი ოგბაიძის შეტევის შემდეგ შექმნეს, მაგრამ პოლონელმა კასპერ კოსტოჟმა შანსით ვერ ისარგებლა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
„დენ ბოსხმა“ უპირატესობა შესვენების შემდეგ მოიპოვა. ანგარიში 52-ე წუთზე კოსტორჟმა გახსნა, 67-ე წუთზე კი „გრონინგემს“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა გაუტანა. საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე ილიას ბუმასაუდიმ დააფიქსირა.
ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში მეხუთე შეხვედრა ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში კი პირველად ითამაშა. ოგბაიძეს Onefootball-მა 8.5 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო flashscore-მა – 7.5 ქულა.
8 ტურის შემდეგ „დენ ბოსხმა“ 9 ქულა დააგროვა და ნიდერლანდების პირველ დივიზიონში მე-14 პოზიციაზეა, ლიდერთა სამეულს კი 6 ქულით ჩამორჩება.