ოფიციალურად - უეფამ მესამე ევროტურნირი დააარსა
ოფიციალურად - უეფამ მესამე ევროტურნირი დააარსა

უეფამ,  2021-24 წლების ციკლში, მესამე ევროპული საკლუბო ტურნირის შექმნის შესახებ გამოაცხადა, – წერს ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი.

ახალი ტურნირი, რომელმაც სამუშაო დასახელება – UEL2 მიიღო, იგივე სქემით ჩატარდება, როგორც ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგაა. ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს. ფორმატი ჯგუფურ ეტაპს (რვა ჯგუფი, თითოში ოთხი გუნდი), 1/8 ფინალს, 1/4 ფინალს, 1/2 ფინალს და ფინალს. 1/8 ფინალის წინ, გაიმართება პლეი ოფის დამატებითი რაუნდი. მასში UEL2-ის ჯგუფების მეორე ადგილოსნები და ევროპის ლიგის ჯგუფების მესამე ადგილოსნები შეხვდებიან.

ეს ტურნირი,15 სათამაშო დღეში, 141 მატჩს ითვალისწინებს, ზუსტად ისე, როგორც ევროპის ლიგაზე. UEL2-ის გამარჯვებული,  მომავალ სეზონში ევროპის ლიგის საგზურს მიიღებს. თამაშები ხუთშაბათობით გაიმართება. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის მატჩები, ძველებურად, ისევ სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩატარდება, ევროპის ლიგა და ახალი ტურნირი – ხუთშაბათობით. ყველა საკლუბო ტურნირის ფინალები ერთ კვირას გაიმართება – ოთხშაბათს (ახალი ტურნირი), ხუთშაბათს (ევროპის ლიგა) და შაბათს (ჩემპიონთა ლიგა).

ახალი ტურნირი იმის გარანტიას იძლევა, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე წარმოდგენილი იქნება 34 ასოციაცია (დღეს, მინიმუმ 26). ახალი ტურნირი ღია იქნება ყველა ეროვნული ასოციაციისთვის.
2021-24 წლების ციკლში, ევროპის ლიგის ფორმატი ახალი ტურნირის ფორმატის შესაბამისი იქნება. 1/8 ფინალის წინ, გაიმართება პლეი ოფის დამატებითი რაუნდი. მასში ერთმანეთს ევროპის ლიგის ჯგუფების მეორე ადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების მესამე ადგილოსნები შეხვდებიან.