ოფიციალურად - ტურინის „იუვენტუსი“ და პოლ პოგბა კონტრაქტს გაწყვეტენ #1TVSPORT
ოფიციალურად - ტურინის „იუვენტუსი“ და პოლ პოგბა კონტრაქტს გაწყვეტენ #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბი პოლ პოგბასთან სამუშაო ხელშეკრულებას გაწყვეტს.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობა 2024 წლის 30 ნოემბრიდან შეწყდება და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი აგენტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის პოგბას აკრძალული მედიკამენტების გამოყენების გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასჯელი შემცირდა და მოედანზე გასვლას 2025 წლის მარტიდან შეძლებს.

ბოლოს პოგბამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა 2023 წლის 3 სექტემბერს მიიღო.