ოფიციალურად - „ტორპედოში“ სამეული ჩაირიცხა
ოფიციალურად - „ტორპედოში“ სამეული ჩაირიცხა

ევროპის ლიგის თამაშამდე, ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კიდევ სამი მოთამაშე დაიმატა.

ორი მათგანი „რუსთავის“ მოთამაშეა – პაპუნა ფონიავა და თემურ ჩოგაძე. ფონიავა „ტორპედოს“ 25 წლის ნახევარმცველია და „რუსთავის“ რიგებში 48 მატჩი გამართა, მანამდე კი მარტვილის „მერანში“, საჩხერის „ჩიხურასა“ და ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.

21 წლის თემურ ჩოგაძე შემტევი ნახევარმცველია და „საბურთალოს“ აღზრდილია, 2017 წელს ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, ხოლო „რუსთავში“ 2018 წლიდან გამოდის და მის რიგებში 42 მატჩი ჩაატარა.

ასევე „საბურთალოს“ აღზრდილია რიონისპირელთა მესამე ახალწვეული ცოტნე ნადარაია, რომელიც მარცხენა მცველია. 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში თბილისურ კლუბში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა და „ტორპედოში“ სათამაშო პრაქტიკისათვის გადავიდა.