ოფიციალურად - ტანგი ნ'დომბელე „ტოტენჰემმა“ შეიძინა
ოფიციალურად - ტანგი ნ'დომბელე „ტოტენჰემმა“ შეიძინა

„ტოტენჰემმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „ლიონის“ ნახევარმცველის ტანგი ნ’დომბელეს ტრანსფერის შესახებ.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთან გაფორმებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. გარიგების დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა. ადრე პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ ნ’დომბელეს ტრანსფერი ლონდონურ კლუბს 72 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.

ნ’დომბელე „ლიონში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა „ამიენიდან“. მისი ტრანსფერის ღირებულება იყო რვა მილიონი ევრო. გასულ სეზონზე 22 წლის ნახევარმცველმა საფრანგეთის ჩემპიონატის 34 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ნ’დომბელე „ტოტენჰემის“ პირველი შენაძენია ბოლო 517 დღის განმავლობაში.

დატოვე კომენტარი