ოფიციალურად - Spotify „ბარსელონას“ სატიტულო სპონსორი გახდა, „კამპ ნოუს“ სახელი გადაერქმევა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ და მუსიკალურმა სტრიმინგ-სერვისმა Spotify-მ ხელი მოაწერეს მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას.
Spotify „ბარსელონას“ მთავარი პარტნიორი 2022 წლის 1 ივლისიდან გახდება. შვედური კომპანიის ლოგო გაჩნდება კატალონური კლუბის მაისურების წინა მხარეს და ასევე საწვრთნელი ფორმის კომპლექტზე.
გარდა ამისა, Spotify გახდება „ბარსელონას“ სტადიონის სატიტულო პარტნიორი, შესაბამისად, არენას ახალი სახელი ექნება – Spotify Camp Nou.
ხელშეკრულება ოთხ წელზეა გათვლილი.
Spotify – სტრიმინგ-სერვისია, რომელიც მუსიკალური კომპოზიციების, აუდიოწიგნებისა და პოდკასტების ლეგალურად მოსმენის შესაძლებლობას იძლევა.