„ბარსელონას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუნდი, 18 წლის შემდეგ, კაპიტანმა სერხი რობერტომ დატოვა.
რობერტო „ბარსელონას“ აკადემიას 2006 წელს შეუერთდა, ხოლო პირველ გუნდში დებიუტი ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს, 2010 წელს ჰქონდა.
32 წლის ესპანელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ.
სერხი რობერტო „ბარსელონას“ პირველი გუნდის კაპიტნად 2023 წლის 21 ივლისს აირჩიეს. მან გუნდის მაისურით 373 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.