ოფიციალურად - სანდრო ფეიქრიშვილი კიევის „დინამოს“ ფეხბურთელია #1TVSPORT
კიევის „დინამომ“ სანდრო ფეიქრიშვილთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 5 წელზეა გათვლილი – 18 წლის ქართველ ცენტრალურ ნახევარმცველზე ინფორმაციას უკრაინული კლუბი ავრცელებს.
ფეიქრიშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. ახალგაზრდა ფეხბურთელი რუსთაველია, მაგრამ რამდენიმე წელია, „დინამო თბილისის“ აკადემიაში ვარჯიშობდა და კლუბის მეორე გუნდში თამაშობდა (28 მატჩი, 9 გოლი).
სანდრო ფეიქრიშვილი მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია როგორც კლასიკური ცენტრალური ნახევარმცველის, ასევე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეული ახალგაზრდა ტალანტია.