ოფიციალურად - საჩოგბურთო სეზონი 31 ივლისამდე არ განახლდება
ოფიციალურად - საჩოგბურთო სეზონი 31 ივლისამდე არ განახლდება

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP), ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) 31 ივლისამდე გააგრძელეს ტურნირების ჩატარებაზე აკრძალვა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ვარიანტის შეფასებას, რათა შევძლოთ სეზონის განახლება, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება. განიხილება ამ სეზონის კალენდრის ცვლილება. როგორც ყოველთვის, პირველ ადგილზეა ჩოგბურთელებისა და მთლიანად საჩოგბურთო სამყაროს წარმომადგენელთა ჯანმრთელობა“, – განაცხადა ATP-ის პრეზიდენტმა ანდრეა გაუდენციმ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტიდან მოყოლებული არ ტარდება ოფიციალური ტურნირები. პირველად 1945 წლის შემდეგ, არ ჩატარდება უიმბლდონი, ხოლო როლან გაროსი გაზაფხულიდან შემოდგომაზე გადაიტანეს.

დატოვე კომენტარი