ოფიციალურად - რუსეთში მოთამაშე ფრანგ კალათბურთელებს ნაკრებში არ გამოიძახებენ #1TVSPORT
საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ კალათბურთელებს, რომლებიც თამაშობენ ან აპირებენ თამაშს რუსეთში ან ბელარუსში, აღარ გამოიძახებენ ქვეყნის ნაკრებში.
„ფედერალურმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოთამაშეებსა და პერსონალს, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს რუსულ ან ბელარუსულ კლუბებთან, არ გამოიძახებენ ნაკრებში იქამდე, სანამ მოქმედებს ყველა საერთაშორისო ტურნირიდან რუსული და ბელარუსული კლუბების დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება“, – წერია პრესრელიზში.
ეს სიახლე ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო დონეზე ლუი ლაბერის თამაშს, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა ყაზანის უნიქს-თან. ასეთივე სანქცია შეეხებათ ცსკა-ს ფორვარდს ლივიო ჟან-შარლსა და ტომას ერტელს, რომელიც „ზენიტთან“ კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა.