იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
კონტრაქტის პირობები უცნობია, თუმცა ‘სქაი სპორტ იტალიამ’ (Sky Sport Italia) დაწერა, რომ მანჩინი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მანჩინი იტალიის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე ჯამპიერო ვენტურას შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობითაც “სკუადრა აძურა” პირველად ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 60 წლის განმავლობაში.
სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” მანჩინიმ კონტრაქტი სამი დღის წინ გაწყვიტა. ამ სეზონში ეს გუნდი მეხუთე ადგილზე გავიდა რუსეთის ჩემპიონატში.