იტალიის ნაკრების ფორვარდი ჯაკომო რასპადორი „ნაპოლიდან“ „ატლეტიკოში“ გადავიდა.
მადრიდულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა 25 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმება.
პრესის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 22 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ბონუსების სახით ოთხი მილიონი ევრო დაემატება.
რასპადორიმ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 109 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 40 მატჩი და ცხრა გოლია.