ოფიციალურად - „ნაპოლიმ“ „ვერონადან“ ჯოვანი სიმეონე გადაიბირა # 1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა ფორვარდ ჯოვანი სიმეონეს ტრანსფერის შესახებ.
ნეაპოლურმა კლუბმა მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟი „ვერონადან“ იჯარის წესით გადაიბირა.
ადრე ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლი“ უმცროსი სიმეონეს იჯარაში 3.5 მილიონ ევროს გადაიხდიდა და შემდეგ 12 მილიონ ევროდ ექნებოდა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება.
გასულ სეზონში ჯოვანი სიმეონემ 17 გოლი გაიტანა და სერია A-ს ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა.