ვინჩენცო მონტელა მილანის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, ჯენარო გატუზო შეცვლის.
მონტელას მოხსნის მიზეზი გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია: “როსონერიმ” სერია ა–ს საწყის 14 მატჩიდან 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. ამ მომენტისთვის მილანი მე–7 ადგილზეა და ლიდერ ნაპოლის 18 ქულით ჩამორჩება, მე–4 ადგილზე მყოფ რომას კი – 11–ით.
ჯენარო გატუზო მილანში 1999-2013 წლებში თამაშობდა, სადაც გუნდში 500–მდე მატჩი ჩაატარა და 10 ტიტული (მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა) მოიგო.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, გატუზო წვრთნიდა შვეიცარულ სიონს, ბერძნულ ოფის და იტალიურ პიზას.