ტურინის „იუვენტუსმა“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად მაურიცი სარის დანიშვნის შესახებ. 60 წლის სპეციალისტთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
შესაბამისად, სარიმ დატოვა ლონდონის „ჩელსი“, რომელსაც 2018 წლიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა წლევანდელ სეზონში მოიგო ევროპის ლიგა და პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.