ოფიციალურად - „მაიამიმ“ უეიდი შეინარჩუნა
ოფიციალურად - „მაიამიმ“ უეიდი შეინარჩუნა

„მაიამი ჰიტმა“ ვეტერან მცველთან დუეინ უეიდთან კონტრაქტი გააგრძელა, – ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა. გარიგების დეტალები ცნობილი არ არის.

უფრო ადრე, კალათბურთელმა განაცხადა, რომ კონტრაქტს ფლორიდულ კლუბთან 2018-19 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

36 წლის უეიდი NBA-ის სამგზის ჩემპიონია „მაიამის“ შემადგენლობაში (2006, 2012, 2013). ამ გუნდში ის 2003-2016 წლებში თამაშობდა.

სულ უეიდს NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში 876 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლებია – 23.4 ქულა, 4.8 მოხსნა და 5.7 პასი.