ოფიციალურად - ლუსიენ ფავრი "დორტმუნდის" მწვრთნელი გახდა
ოფიციალურად - ლუსიენ ფავრი "დორტმუნდის" მწვრთნელი გახდა
“დორტმუნდის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად “ნიცას” ყოფილი დამრიგებელი ლუსიენ ფავრი დაინიშნა. 60 წლის შვეიცარიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

გერმანული კლუბის წინა მწვრთნელი იყო ავსტრიელი პეტერ შტიოგერი, რომელმაც “დორტმუნდი” ბუნდესლიგის დასრულების შემდეგ დატოვა.

“დორტმუნდი” გერმანიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ფავრი “ნიცას” 2016 წლის მაისიდან ავარჯიშებდა. თავის პირველივე სეზონში მან გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ადგილამდე მიიყვანა, რაც საუკეთესო შედეგი იყო ბოლო 40 წლის განმავლობაში.