ოფიციალურად – ლუკაკუ „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
თურქულმა „ფენერბახჩემ“ ოფიციალურად გამოაცხადა ბელგიელი რომელუ ლუკაკუს „ნაპოლიდან“ შეძენის შესახებ.
ბელგიელი ფორვარდის ტრანსფერის თანხამ დაახლოებით ექვსი მილიონი ევრო შეადგინა.
გასულ სეზონში 33 წლის ლუკაკუმ „ნაპოლის“ რიგებში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი იტალიურ გუნდთან 2027 წლის ზაფხულში იწურებოდა.