ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 48 წლის ლუის ენრიკე დაინიშნა. “ბარსელონას” ყოფილმა დამრიგებელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ნაკრებში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატამდე იმუშავებს.
ლუის ენრიკე 2014-17 წლებში წვრთნიდა „ბარსელონას“ და მასთან ერთად ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. ის, აგრეთვე, “რომასა” და “სელტას” თავკაციც იყო.