ტურინულმა გრანდმა საკუთარ ვებგვერდზე გააკეთა განცხადება, რომ მანუელ ლოკატელი „იუვენტუსის“ რიგებს ოფიციალურად შეუერთდა.
23 წლის იტალიელი ფეხბურთელი ტურინში „სასუოლოდან“ ორწლიანი იჯარით გადავიდა. კონტრაქტის თანახმად, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას მისი საბოლოო გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება და ხელშეკრულება 2026 წლამდე იქნება ძალაში.
მანუელ ლოკატელი 27 ნომრით ითამაშებს და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ღირსებას ახალი სეზონიდან დაიცავს.