ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა 34 წლის შვეიცარიელი მცველის შტეფან ლიხტშტაინერის გაფორმების შესახებ. კონტრაქტის დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა. შვეიცარიელი ინგლისურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ლიხტშტაინერი 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით „იუვენტუსის“ რიგებში გამოდიოდა, ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
ლიხტშტაინერი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი იქნება. მცველს ეროვნულ გუნდში 99 მატჩი აქვს ჩატარებული.