“შალკეს” სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჰაიდლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნახევარმცველი ლეონ გორეტცკა 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დატოვებს გუნდს. მისი ახალი კლუბი მიუნხენის “ბაიერნი” იქნება.
“ამ კვირას ლეონ გორეტცკამ გამოგვიცხადა, რომ სურს გუნდის დატოვება და “ბაიერნში” გადასვლა, – განაცხადა ჰაიდლმა.
გუშინ კი “ბაიერნის” დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ ლეონმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2018 წლის პირველი ივლისიდან დაიწყებს მოქმედებას.
გორეტცკა “შალკეში” 2013 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.