ოფიციალურად - კონტე „ნაპოლიში“ მუშაობას გააგრძელებს #1TVSPORT
ოფიციალურად - კონტე „ნაპოლიში“ მუშაობას გააგრძელებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გააგრძელებს გუნდთან მუშაობას მომავალ სეზონში.

უფრო ადრე „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მადლობა გადაუხადა 55 წლის სპეციალისტს სერია A-ში გამარჯვებისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ კარიერაში. მაგრამ, საბოლოოდ, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

„სრული სვლით წინ. უფრო ძლიერად, ვიდრე ადრე!“ – დაწერა დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში და გამოაქვეყნა კონტესთან ერთობლივი ფოტო საჩემპიონო აღლუმიდან.