„ლივერპულის“ პრესსასამსახურმა გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მთავარ წვრთნელთან იურგენ კლოპთან.
ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. კლოპთან ერთად კონტრაქტები გაახანგრძლივეს მისმა თანაშემწეებმა – პეპეინ ლეინდერსმა და პეტერ კრავიცმა.
„არის ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც მინდა გამოვიყენო იმის აღსაწერად, რასაც ვგრძნობ ამ ახალი ამბის გამო… აღფრთოვანება, თმენა, პრივილეგია, აღელვება…
არსებობს შეგრძნება, რომ მე და „ლივერპული“ აბსოლუტურად ვერგებით ერთმანეთს. აი რამ მომიყვანა აქ პირველ რიგში. და სწორედ ამიტომ გავაგრძელე კონტრაქტი“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები „ლივერპულის“ პრესსამსახურს.
54 წლის კლოპი „ლივერპულში“ 2015 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი თითოჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ინგლისის ლიგის თასისა და უეფას სუპეთასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგისა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.