იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი რომას მთავარი მწვრთნელი გახდა. მასთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს რომაული კლუბი ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომელიც გუნდს 2017 წლის ივნისიდან ედგა სათავეში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რომამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი წააგო პორტუსთან (1:3) და ტურნირს გამოეთიშა.
რანიერის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ფულჰემი, საიდანაც ამა წლის თებერვალში დაითხოვეს.