ნიკა კაჭარავა კარიერას ისევ კვიპროსში, პირველი ლიგის კიტიუს „სპარტაკოსის“ ღირსებას დაიცავს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი გუნდის დირექტორთა საბჭო აცხადებს, რომ ხელშეკრულება გავაფორმეთ ფეხბურთელ ნიკა კაჭარავასთან“, – წერია კლუბის ოფიციალური ვებგვერდის გავრცელებულ ცნობაში.
კაჭარავა თამაშობდა „დინამო თბილისის“ მეორე გუნდში. 2012 წლის გაზაფხულზე რამდენიმე თვე შვეიცარიაში, ჩელენჯლიგის „კიასოში“ ვარჯიშობდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამოყვარულო „ვანდიშში“ გაანათხოვრეს. სამოყვარულო გუნდის უცხოელ მოთამაშეს 3 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს, რის გამოც ზაფხულში იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო.
შვეიცარიაში დაბრუნდების იმედი რომ გადაეწურა, პირველ ლიგაში მოასპარეზე „გაგრაში“ ჩაირიცხა. ასევე თამაშობდა ყაზანის „რუბინის“ დუბლშემადგენლობაში, ცხინვალის „სპარტაკში“, „როსტოვში“, „ანორთოსისში“.
იჯარით ითამაშა კვიპროსში ეთნიკოს „ახნაში“, პოლონურ კიელცეს „კორონაში“, ხოლო 2018 წლის 6 ივნისს ორწლიანი კონტრაქტი კვიპროსულ ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ გააფორმა. 2022 წელს კაჭარავა შეუერთდა სამხრეთ კორეის K ლიგის 2-ის ჯეონამ დრაგონსს“. ერთი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა, თუმცა სამი თვის შემდეგ კლუბი ორმხრივი შეთანხმებით დატოვა.
ნიკა ბოლოს ლიეტუვურ „პანევეჟისში“ თამაშობდა. იყო საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, ეროვნულ გუნდში კი დებიუტი 2016 წელს ჰქონდა.