ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ „იუვენტუსი“ დატოვა. ამის შესახებ ტურინული კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაწერა.
33 წლის ფრანგთან ხელშეკრულება მხარეების ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაუქმდა.
მატუიდი „იუვენტუსში“ 2017 წელს „პარი სენ-ჟერმენიდან“ გადავიდა. 2019-20 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 45 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ადრე დაიწერა, რომ „იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო ფრანგზე იმედებს არ ამყარებს. მატუიდიმ შესაძლოა კარიერა MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელოს.