ოფიციალურად - იოშკო გვარდიოლი „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების მცველი იოშკო გვარდიოლი „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს.
21 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
პრესის მონაცემებით, გვარდიოლი „მანჩესტერ სიტიში“ „ლაიპციგიდან“ 90 მილიონ ევროდ გადავიდა. ამით ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მცველი გახდა.
ახალ კლუბში ხორვატი 24-ე ნომრით ითამაშებს.
„მე ყოველთვის ვოცნებობდი, ოდესღაც ინგლისში მეთამაშა და ამას გავაკეთებ „მანჩესტერ სიტიში“ იმ სეზონის შემდეგ, რომელიც მათ ჰქონდათ – ეს უდიდესი პატივია ჩემთვის“, – განაცხადა მცველმა.
იოშკო გვარდიოლი „ლაიპციგში“ 2021 წელს 18 მილიონ ევროდ გადავიდა ზაგრების „დინამოდან“. ორი სეზონის განმავლობაში მან 87 მატჩი ჩაატარა გერმანული კლუბის შემადგენლობაში, ხუთი გოლი გაიტანა და ორჯერ მოიგო გერმანიის თასი.