ოფიციალურად - ინგლისში პირველი და მეორე ლიგების სეზონი დაასრულეს
ოფიციალურად - ინგლისში პირველი და მეორე ლიგების სეზონი დაასრულეს

ინგლისის პირველი და მეორე ლიგების კლუბებმა კენჭი უყარეს 2019-20 წლების სეზონის ვადაზე ადრე დასრულებას.

კლუბებმა ამგვარი გადაწყვეტილება ინგლისის საფეხბურთო ლიგის შეკრებაზე მიიღეს. ამავე შეხვედრაზე დაამტკიცეს გათამაშების საბოლოო ცხრილები.

პირველ ლიგაში პირველი ორი ადგილი და ჩემპიონშიფის ორი საგზური მოიპოვეს „ქოვენთრიმ“ და „როტერჰემმა“.

მეორე ლიგაში პირველი სამი ადგილი მიიღეს „სუინდონმა“, „ქრიუმ“ და „პლიმუტმა“ – ისინი პირველ ლიგაში გადავიდნენ.

ინგლისის პრემიერლიგაში სეზონი 17 ივნისს განახლდება. ასევე იგეგმება ჩემპიონშიფის დასრულება.