ოფიციალურად - ჰაკიმი „ინტერში“ გადავიდა
ოფიციალურად - ჰაკიმი „ინტერში“ გადავიდა

მადრიდის „რეალმა“ და „ინტერმა“ მცველ აშრაფ ჰაკიმის მილანურ კლუბში გადასვლის შესახებ მოილაპარაკეს. ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონი იჯარით „დორტმუნდში“ თამაშობდა.

ტრანსფერის ფინანსურ დეტალები არ გამჟღვანებულა, თუმცა პრესამ გაარკვია, რომ „ინტერს“ ეს გარიგება 40 მილიონი ევრო დაუჯდა.

მილანურმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა, რომ ჰაკიმიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მაროკოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია. მადრიდულ გუნდში მას 17 მატჩი აქვს ჩატარებული.

2019-20 წლების სეზონში ჰაკიმიმ „დორტმუნდის“ რიგებში 45 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ცხრა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.