„ზალცბურგისა“ და ნორვეგიის ნაკრების ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს.
გერმანულმა კლუბმა 19 წლის ფეხბურთელის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. კონტრაქტი სკანდინავიელთან 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
ჰაალანდი თავის ახალ გუნდს სამ იანვარს შეუერთდება და მომდევნო დღეს, „დორტმუნდთან“ ერთად ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრება.