ფორვარდი კევინ დურანტი რჩება „ბრუკლინ ნეტსში“ და მას სხვა კლუბში არ გაცვლიან, – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში დაწერა „ნეტსის“ გენერალურმა მენეჯერმა შონ მარქსმა.
მარქსიც და გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ ნეშიც კლუბში მუშაობას გააგრძელებენ იმის მიუხედავად, რომ დურანტმა ზაფხულში ულტიმატუმი წაუყენა „ბრუკლინს“ – მან სხვა გუნდში გაშვება ან ნეშისა და მარქსის განთავისუფლება მოითხოვა.
დურანტი – NBA-ის ორგზის ჩემპიონია, 2014 წელს რეგულარული სეზონის MVP გახდა, ორჯერ იყო ფინალური სერიის MVP, 12-ჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“, ოთხჯერ გახდა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში.